პროექტის სახელწოდება :ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა სამოსი.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ და გამოიკვლევენ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა სამოსს.
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები გაეცნობიან ვეფხისტყაოსანს.
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ და შეისწავლონ ინფორმაცია ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა სამოსის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 10 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაეცნობიან დაშეისწავლიან უფრო კარგად ვეფხისტყაოსანს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ვეფხისტყაოსნის ტექსტი,სულხან–საბა ორბელიანის განმარტებითი ლექსიკონი, კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
.მოსწავლეები ვეფხისტყაოსნის ტექსტიდან ამოწერენ ყველა სტრიქონს,სადაც გვხვდება სამოსი.
დაითვლიან რამდენჯერ გვხვდება თითოეული დასახელების სამოსი და რომელი გვხვდება უფრო ხშირად. მოძებნიან ლექსიკონში მათ განმარტებებს. პროგრამა google ge–ს მეშვეობით გადმოწერენ ილუსტრაციებს. შექმნიან სლაიდშოუს და პრეზენტაციის დროს გამოიყენებენ პროგრამა poverpoint–ს.დაწერენ ჩატარებული კვლევის ანგარიშს.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე ამოკრებს ტექსტიდან ინფორმაციას. იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს. იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს. მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად. ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მარინა პერანიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marinaperanidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marinaperanidze.blogspot.com
მარინა პერანიძე